საქართველო ულამაზესი მხარე დედამიწის ზურგზე. ყველასთვის საოცნებო და სანახაობრივი ქვეყანა!

WELCOME TO GEORGIA

თბილისი

თბილისის ტური მოიცავს შემდეგ ღირშესანიშანეობებს : თბილისის სამების საკათედრო ტაძარი , რომელის არის უდიდესი ეკლესია კავკასიის რეგიონში. მეტეხის ტაძარი , რომელის მდებარეობს კლდის ზედაპირზე , გადმოყურებს მდინარე მტკვარს, მეტეხის ტაძრიდან იშლება ძველი თბილისის ულამაზესი ხედი. გოგირდის აბანოები , რომელის მდებარეობს თბილისის უძველეს უბანში , ნარიყალას ციხე სიმაგრე , რომელის მეოთხე საუკუნეში აშენდა , ნარიყალას ციხე სიმაგრეში მოხვედრა შესაძლებელია როგორც საბაგიროს ისე ფეხის საშუალებით. შარდენის ქუჩა , სადაც შესაძლებელია თბილისის ულამაზესი და უძველესი ქუჩების ხილვა. გზად შეხვდებით უამრავ გალერეას და სუვენირების მაღაზიას.იქვე ახლოს შეხვდებით ცნობილ მშვიდობის ხიდს, რომელიც ტურისტების საყვარელ ადგილს წარმოადგენს. რამდენიმე ათეული მეტრის გავლის შემდეგ აღმოჩნდებით თბილისის ცენტრალურ ქუჩა რუსთაველზე , სადაც შეხვდებით თბილისის პარლამენტის შენობას , ოპერისა და ბალეტის შენობას და უამრავ ბრენდულ მაღაზიას . ტური გაგრძელდება მთაწმინდის პარკში , საიდანაც იშლება თბილისის ულამაზესი პანორამა . შემდეგი გაჩერება , თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი , რაც წარმოადგეს საქართველოს მინი რუკას. გზად იხილავთ კუს ტბას , რომელის რელაქსაციისთვის საუკეთესო ადგილს წარმოადგენს.

მცხეთა

მცხეთა, რომელიც იუნესკოს დაცვის ქვეშ იმყოფება. ქვეყნის უძველესი დედაქალაქი - კერძოდ ადრეული იბერიის. ქრისტეშობამდე 1000 წლით ადრე დაარსებული უძველესი ქალაქი , რომელის ქვეყნის რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა. მცხეთის მონახულებას ჯვრის მონასტრიდან დავიწყებთ, რომელიც აშენებული იქნა მე-6 საუკუნეში. მონასტერი მოქცეულია მდინარეების არაგვის და მტკვარს შორის, აშენებულია კლდეზე საიდანაც იშლება ულამაზესი ხედი მცხეთაზე. მცხეთის ჯვრის ტაძარი მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული არქიტექტორული ძეგლია . მისი სახელი ხის სასწაულმოქმედ ჯვარს უკავშირდება , რომელიც საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებელმა წმინდა ნინომ აღმართა . ტური ქალაქ მცხეთაში გაგრძელდება . მეფეთა ქალაქში , სადაც უამრავი ცნობილი ქართველი მეფეა დაკრძალული . სვეტიცხოვლის ეკლესია მცხეთის განუყოფელი ნაწილია , ის ჩვენამდე მოღწეულ საკულტო და რელიგიურ ნაგებობათა შორის უდიდესია . მცხეთაში შეხვდებით ძველ შენობებს და ვიწრო ქუჩებს , სადაც ადგილობრივ მაცხოვლებლებს გასაყიდად გამოტანილი აქვთ უამრავი სუვენირი , რომელიც კარგ მოგონებებს დაგიტოვებთ საქართველოზე , ტური ბოლოს თქვენ შეძლებთ მდინარე მტკვარზე ნავით გასეირნებას , სადაც ნახავთ ორი სხვა და სხვა ფერის მდინარის შეერთების ადგილს

სიღნაღი

სიღნაღი სიყვარულის ქალაქი , საუკეთესო ადგილი თაფლობის თვის გასატარებლად. ქალაქი დაარსდა მე 18 საუკუნეში , მისი გამორჩეულობა მდგომარეობს მის აუღებლობაში , მტერმა მრავალი ცდის მიუხედავად ვერ შეძლო ქალაქის აღება . ქალაქ სიღნაღს გარს არტყავს 4 კილომეტრი სიგრძის გალავანი , რომელიც ქალაქს ხიბლს სძენს , ქალაქში მრავლად შეხვდებით ვიწრო ქუჩებს , რომელსაც ძველი შენობები ალამაზებს . კვადროციკლებით ან ძველებური მოტოციკლით შეგიდძლიათ დაათვალიეროთ სიღნაღის 4 კილომეტრიანი გალავანი , დააგემოვნოთ კახური უმაღლესი ხარისხის წითელი და თეთრი ღვინო , მიირთვათ უგემრიელესი კახური მწვადი კოლორიტულ რესორაში , საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება ალაზნის ველზე , რომელიც მხატვრების უსაყვარლეს ადგილს წარმოადგენს. სიღნაღთან ახლოს შევხვდებით ბოდბის დედათა მონასტერს , სადაც საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებელი წმინდა ნინო არის დაკრძალული . ბოდბის დედათა მონასტერი სახელგანთქმულია მისი სასწაულმოქმედი წყლით , რისთვისაც მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნებიდან მძიმე სენით დაავადებული ადამიანები ჩამოდიან.


ანანური

ანანური წარმოადგენს მე-16 მე-18 საუკუნის ციხესიმაგრე სოფელ ანანურში , ანანურისკენ მიმავალ გზად შევხვდებით ჟინვალის ულამაზეს წყალსაცავს რომელიც ტურისტების საყვარელ ადგილს წარმოადგეს . ანანურიდან რამდენიმე კილომეტრში მოვხვდებით გუდაურში , რომელიც სამთო სათხილამურო კურორტს წარმოადგენს , არაჩვეულებრივ ადგილს თხილამურების მოყვარულთათვის . გუდაურიდან იშლება მთის ულამაზესი ხედები . სურვილის შემთხვევაში შეძლებთ აეროპლანით ფრენა გუდაური ულამაზეს მთებში , ასევე ცხენით სეირნობას და ულამაზესი ბუნებისდათვალიერებას . გუდაურიდან ტური გაგრძელდება ყაზბეგში. ჩასვლისას აუცილებელ სანახავ სიაში პირველ ადგილს გერგეტის სამება იკავებს , რომელიც ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს , ის მე -14 საუკუნის ძეგლს წარმოადგენს . გერგეთის სამებიდან იშლება ულამაზესი ხედი და ვიზიტორს საშუალება აქვს მყინარწვერის ხილვის

ბორჯომი

ბორჯომი ბანლეოლოგიური და კლიმატური კურორტია , რომელიც ცნობილია წყლით . აქ ხშირად ისვენებდნენ რუსეთის საიმპერატორო ოჯახის წევრები, სახელმწიფო და კულტურის მოღვაწენი. ბორჯომის წყალი ატარებს სამკურნალო თვისებებს , საუკეთესო საშუალებად ითვლება კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალოდ , ბორჯომი გამოირჩევა მისი ბუნებრივი პარკით და მთებს შორის მოქცეული გოგირდის აბანოთი , სადაც უფასოდ შეძლებთ სამკუნალო თვისებების მქონე გოგირდის წყლის აბაზანის მიღებას . გოგირდის აბანოებთან მისვლამდე გზად გაივლით მწვანე წიწოვან ტყეს , შეიგრძნობთ ტყის სუფთა ჰაერს , და მდინარის ხმაურს . გოგირდის აბაზანის მიღების შემდეგ თქვენ შეძლებთ საბაგიროთი ბორჯომის პლატოზე ასვლას , საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება ქალაქზე . ტური გაგრძელდება მწვანე მონასტერისაკენ . გზად მონასტრისაკენ იხილავთ ხეების ბუნებრივად შექმნილ ულამაზეს გვირაბს , ხალმა ამ მონასტერს მწვანე შეარქვა , რადგან ხეობაში არსებული ყველა ხე განსხვავებულად მწვანეა , რაც აუცილებლად გაგაოცებთ

ქუთაისი

სათაფლიის ეროვნული ნაკრძალი უამრავ შესაძლებლობას გაძლევთ დრო არაჩვეულებრივად გაატაროთ . აქ შეგიდლიათ მოაწყოთ ფოტოტურები , კემპინგი , პრინველებზე დაკვირვების დაეკოლოგიურ სანამანათლებლო ტურები კოლხის ტყის ბილიკზე . სათაფლია თბილისიდან 260 კმ მდებარეობს , მისი ბუნებრივი ნაკრძალი 209 ჰექტარი ტყით არის დაფარული . სათაფლია ცნობილია ამ ტერიატორიაზე არსებული დინოზავრების ნაკვალევით . ამ თვალთაზრისით მეცნიერები მიიჩნევენ , რომ სათაფლია ერთ ერთი უმდიდრესია ადგილია მსფოლიოში . აღნიშნული ადლილი მოიცავს 900 მეტრის სიგრძის მღვიმეს საიდანაც 310 მეტრი სასიარულო გზა არის . ზაპხულისა და ზამტრის განმავლობაში მღვიმეში შენარჩუნებულია მუდმივი ტემპერატურა +14 C .


წყალტუბო

ტური გაგრძელდება სათაფლიიდან 9 კილომეტრში წყალტუბოში . ყწალტუბო ცნობილია მისი ბალნეოლოგიური კურირტით და პრომეთეს მღვიმით . წყალტუბოში შეგიძლიათ მიიღოთ მინერალური წყლის აბაზანები , წყალი რბილი , კამკამა და უსუნოა , მისი ტემპერატურა 33- 35 გრადუსია . ზემოთ აღნიშნული მინერალური წყალი კურნავს შემდეგ დავადებებს : კიდურიების , პერიპერიული ნერვული სისტების , გულის და სისხლძარღვების , კანისა და ნივთიერებათა ცვლის მოშლილობას პრომეთეს მღვიმე ევროპის ერთ ერთი ყველაზე მდიდარი მღვიმეა . იგი ხასიათდება მიწისქვეშა წყლების და ულამაზესი ლადშაფტების მრავალფეროვნებით . პეხით სასიარულო გზა 1060 მერტ სიგრძისაა . პრომეთეს მღვიმე ერთადერთი მღვიმეა საქართველოში , სადაც ვიზიტორს შეუძლია მიწისქვეშა ტბაში ( 280 მ ) ნავით გაცურონ . პრომეთეს მღვიმე საერთაშორისო ტურიზმის დონეზე ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს . მღვიმის მთლიანი სიგრძე 15 555 მეტრია . ვიზიტორებს შეუძლიათ ასევე თყეში გასეირნება , მღვიმეების კომპლექსების დათვარიელება .

მარტვილი

მარტვილი საქართველოს დასავლეთ ნაწილს , სამეგრელოს რეგიონს წარმოადგენს . მარტვილის ნახვისას თვენ შეძლებთ უამრავი საინტერესო და მომხიბვლელი ადგილის ნახვას . ტური დაიწყება ჭყონდიდის მონასრით . ჭყონდიდის მონასტერიმარტვილის უმაგლეს ბორცვზეა აშენებებული . მეშვიდე საუკუნის ეს უძველესი ძეგლი წარმოადგენდა საქართველოს საგანმათლებლო კერას , სადაც ითარგმნებოდა წიგნები და იქმნებოდა სხვა და სხვა ნაწარმოებები. მონასტერს სტრატეგიულად და გეოგრაფიულად ხელსაყრელ ადგლიზე მდებარეობს , საიდანაც ხელის გულზე იშლება საქართვლოს ორი რეგიონი იმერეთი და სამეგრელო . ტაძარში შემორჩენილია მე-14 მე -16 მე- 17 საუკუნის ფრესკები . მონატრიდან ტური გაგრძელდება გაჩედილის ულამაზეს კანიონში . კანიონის სიგრძე 2400 მეტრია და ჩაჭრის სიღრმე 20-40 მერტი . კანიონის შუა ნაწილში ულამაზეს 15 მეტრიან ჩანჩქერს შეხვდებით . ეს ადგილი მხოლოდ სილამაზით არ გამოირჩევა , საინტერესო პაქტია ისიც რო კანიონში დედამიწაზე მცხოვრები ცხოველების გაქვავებული ძვლები აღმოაჩინეს , რომელიც 75 მილიონ წელს ითვლიან , ამ მხრივ კანიონი მსოფლიო მენიერებისათვის რიგით მესამე აღმოჩენაა . მნახველს შეუძლიოა კანიონში ნავით საკმაოდ ღრმად შეცუროს და ბუნების სასწაული სილამაზით დატკბეს . აგნიშნული ადგილი სამეგრელოს დიდგვაროვნების დადიანების საცურაო ადგლის წარმოადგენდა , მტელი წლის განმავლობაში წყალი პირუზის პერია და ყოველთვის ცივი .

სვანეთი

სვანეთი ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესი კუთხეა საქართველოში , რომელიც განთქმულია თავის სტუმართმოყვარეობით.ის გარემოცულია კავკასიონის გიგანტური , თოვლიანი მწვერვალებით , საქართველოს ერთ- ერთ ყველაზე ღირშესანიშნავ რეგიონს წამოადგენს , თავისი კულტურით , ისტორიით და ულამაზესი ბუნებით სვანეთში დღემდე შემორჩენილია ხელუხლებელად ბუნება. ძველი წეს ჩვეულებები. დღემდე შემორჩენილა და ხელუხლებლად დგას სვანების უძველესი საცხოვრებელი ადგილი , სვანური კოშკები. სვანეთის უძველესი კოშკები და ეკლესიები , წარსულში გამოგზაურებთ , მათი მნიშვნელობა მსოფლიო ისტორიისთვის დიდია, ამის გამო ისინი იუნესკოს მიერ არის დაცული . სვანეთში შეხვდებით სოფელ უშგულს , რომელიც ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს და ითვლება ევროპაში ყველაზე მაღალ დასახლებად . სვანების ტრადიციული და მრავალფეროვანი სამზარეულო აღტაცებაში მოგიყვანთ , ისინი სტუმართმოყვარეობით სახელგანთმულები არიან , უცხო მგზავრსაც დიდი სიამოვნებიტ იპატიჯებენ შინ . სვანეთი იმ სანახავ ადგილთა სიაში შედის , რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ საქართველოში ყოფნისას.


ბათუმი

ბათუმი შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული დანიშნულების ადგილია . მის სილამაზეს ხიბლს მატებს ძველი და ახალი არქიტექტურული შენობების სინთეზი . თავისი 7 კილომეტრიანი ბულვარით , უძველესი პორტით , ბოტანიკური ბაღით , ევროპული მოედნებითა და ქუჩებით , მსოფლიო ბრენდის სასტუმროებითა და კოლორიტული კაფეებით ბათუმი თანამედროვე საქართველოს საუკეთესო სახეა. ქალაქი მოწყენის საშუალებას არასოდეს მოგცემთ , ბათუმი ქვეყნის ერთ - ერთ კულტურულ ცენტრს წარმოაგენს , აქ ყოველწლიურად მრავალი საერთაშორისო ფესტივალი და ღონისძიება იმართება , რომელშიც მსოფლიოს ცნობილი ხელოვანები და მუსიკოსები იღებენ მონაწილეობას. ბათუმი აუცილებლად მოგხიბლავთ თავის მოცეკვავე შადრევნით , სანაპირო ბულვარით , საზაფხულო თეატრებით , აკვაპარკითა და დელფინარიუმით , უამრავი კაფე-გალერეით და მუზეუმებით . ბათუმის ის ადგილია რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ საქართველოში ყოფნის დროს.

ახალციხე

რაბათის ციხე მდებარეობს ქალაქ ახალციხეში , სწორედ აქედან მოდინარეობს კომპლექსის მეორე სახელი ახალციხის ციხესიმაგრე . რაბათი საქართველოს სამხრეთ ნაწილს წარმადგენს და თურქეთიდან 17 კილომეტრით არის დაშორებული . ციხესიმაგრე 7 ჰექტარზეა გადაშლილი და წარმადგენს ქალაქს ქალაქში . ვიზიტორს საშუალება ეძლევა ნახოს ციხესიმაგრის ისტორიულ ნაწილში მუზეუმი , მეჩეთი , მეცხრე საუკუნის მართმადიდებლური ეკლესია , ციტადელი , თურქული აბანოები . თანამედროვე ნაწილში ფუნქციონირებს სატუმრო , რესტორანი , კაფე , გვინის მღაზია და ქორწინების სახლი . რაბათის ციხე დაარსებულია მეცხრე საუკუნეში . 1578 წელს როცა თურქებმა დაიპყრეს აგნიშნული ტერიტორია მიურთეს ოსმალეთის იმპერიას , სწორედ მაშინ აშენდა მეჩეთი და მერდესე . წლების განმავლობაში რაბატის ციხესიმაგრე დაზიანდა დამყრობლების ხელით , თუმცა 2011 წელს მოხდა მისი რესტავრაცია და დღეს კომპლექსი ვიზიტორთა საყვარელ ადგილს წარმოადგენს .

ხევსურეთი

თბილისიდან ხევსურეთში ხევსურეთში რომ გადახვიდეთ 160 კილომეტრი უნდა გაიაროთ . გზად ულამაზეს სანახაობას იხილავთ , ჯერ არაგვის ხეობას უნდა გაუყვეთ შემდეგ კი დათვის ჯვრის უღელტეხილს რომელიც ზღვის დონიდან 2677 მერტზე მდებარეობს . უგელტეხილიდან შატილისკენ რო დაეშვებით სულ სხვა საქართველოს დაგხვდებათ : ზურმუხტისფერი მთებით , ლურჯი ცით , რძისფერი ღრუბლებით , მთებსა და კდეებს შორის მოქცეული კოშკებით და სოფლებით . სოფელში ვიზიროტს საშუალება ეძლება მოინახულოს მუზეუმი , სადაც დაცულია უძველესი საბრძოლო ატრიბუტიკა , აბჯარ - იარაღი , სამეურნეო და საყოფაცხოვრებო ნივთები. მუზეუმის დათვალიების შემდეგ გზა გაგრძელდება შატილისაკენ , დზად შეძლებთ ბუნებრივი უგებრიელესი გაზიანი წყლის დაგემოვნებას . დაახლოვებით ორი საათის შემდეგ მოხვდებით დათვის უხელტეხილზე , საიდან შეძლებთ არაჩვეულებრივი ხედბის ყურებით სიამოვნებას , საუკეთესო ადგილია ფოტოს გადასაღებად . სატილში ჩასვლისას შეძლებთ დააგემოვნოტ უგემიელესი ადგილობრივი სამზარეულო რომელიც საქართველოს ყველა სხვა კუთხისგან განსხვავებულია