Tbilisi-Mtskheta

In addition to two or more vacationers, 10% are for each person From 100 $


დღე 1 : თბილისი ( ქალაქის დათვარიელება ) საუზმის შემდეგ იქნება თბილისის ტური . ( საუზმე შედის სასტუმროს მომსახურებაში ). თბილისის ტური მოიცავს შემდეგ ღირშესანიშანეობებს : თბილისის სამების საკათედრო ტაძარი, მეტეხის ტაძარი, გოგირდის აბანოები, ნარიყალას ციხე სიმაგრე, შარდენის ქუჩა , სადაც შესაძლებელია თბილისის ულამაზესი და უძველესი ქუჩების ხილვა.იქვე ახლოს შეხვდებით ცნობილ მშვიდობის ხიდს, რომელიც ტურისტების საყვარელ ადგილს წარმოადგენს. რამდენიმე ათეული მეტრის გავლის შემდეგ აღმოჩნდებით თბილისის ცენტრალურ ქუჩა რუსთაველზე სადაც შეხვდებით ოპერისა და ბალეტის შენობას და უამრავ ბრენდულ მაღაზიას . ტური გაგრძელდება მთაწმინდის პარკში , . შემდეგი გაჩერება , თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი , რაც წარმოადგეს საქართველოს მინი რუკას. გზად იხილავთ კუს ტბას , რომელის რელაქსაციისთვის საუკეთესო ადგილს წარმოადგენს.

Tbilisi – Sighnaghi

In addition to two or more vacationers, 10% are for each person From 100 $


დღე 2 : თბილისი - სიღნაღი - თბილისი
სიღნაღი სიყვარულის ქალაქი , საუკეთესო ადგილი თაფლობის თვის გასატარებლად. ქალაქი დაარსდა მე 18 საუკუნეში. ქალაქში მრავლად შეხვდებით ვიწრო ქუჩებს , რომელსაც ძველი შენობები ალამაზებს . კვადროციკლებით შეგიძლიათ დაათვალიეროთ სიღნაღის 4 კილომეტრიანი გალავანი , დააგემოვნოთ კახური უმაღლესი ხარისხის წითელი და თეთრი ღვინო , მიირთვათ უგემრიელესი კახური მწვადი. სიღნაღთან ახლოს შევხვდებით ბოდბის დედათა მონასტერს , სადაც საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებელი წმინდა ნინო არის დაკრძალული . ბოდბის დედათა მონასტერი სახელგანთქმულია მისი სასწაულმოქმედი წყლით , მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნებიდან მძიმე სენით დაავადებული ადამიანები ჩამოდიან.

Tbilisi-Khevsureti

In addition to two or more vacationers, 10% are for each person From 110 $


დღე 3: თბილისი-ხევსურეთი
თბილისიდან ხევსურეთში რომ გადახვიდეთ 160 კილომეტრი უნდა გაიაროთ . გზად ულამაზეს სანახაობას იხილავთ , ჯერ არაგვის ხეობას უნდა გაუყვეთ შემდეგ კი დათვის ჯვრის უღელტეხილს რომელიც ზღვის დონიდან 2677 მერტზე მდებარეობს . ხევსურეთში ვიზიროტს საშუალება ეძლება მოინახულოს მუზეუმი , სადაც დაცულია უძველესი საბრძოლო ატრიბუტიკა , აბჯარ - იარაღი , სამეურნეო და საყოფაცხოვრებო ნივთები. შემდეგ გზა გაგრძელდება შატილისაკენ, გზად შეძლებთ ბუნებრივი უგებრიელესი გაზიანი წყლის დაგემოვნებას. შატილში შეძლებთ დააგემოვნოთ უგემიელესი ადგილობრივი სამზარეულო რომელიც საქართველოს ყველა სხვა კუთხისგან განსხვავებულია. ღამის გათევა შატილში

Tbilisi-Borjomi

In addition to two or more vacationers, 10% are for each person From 110 $


დღე 4 : გუდაური - ბორჯომი - რაბათი ბორჯომი ბანლეოლოგიური და კლიმატური კურორტია , რომელიც ცნობილია მინერალური წყლით . ბორჯომის წყალი ატარებს სამკურნალო თვისებებს , საუკეთესო საშუალებად ითვლება კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალოდ , ბორჯომი გამოირჩევა მისი ბუნებრივი პარკით და მთებს შორის მოქცეული გოგირდის აბანოთი , სადაც უფასოდ შეძლებთ სამკუნალო თვისებების მქონე გოგირდის წყლის აბაზანის მიღებას . ტური გარძელდება ბორჯომიდან რაბათში.რაბათის ციხე მდებარეობს ქალაქ ახალციხეში , სწორედ აქედან მოდინარეობს კომპლექსის მეორე სახელი ახალციხის ციხესიმაგრე . ვიზიტორს საშუალება ეძლევა ნახოს ციხესიმაგრის ისტორიულ ნაწილში მუზეუმი , მეჩეთი , მეცხრე საუკუნის მართმადიდებლური ეკლესია , ციტადელი , თურქული აბანოები . თანამედროვე ნაწილში ფუნქციონირებს სატუმრო , რესტორანი , კაფე. ღამის გათევა რაბათის სასტუმროში

სანახავ ადგილთა სია


Tbilisi-Kutaisi

In addition to two or more vacationers, 10% are for each person From 140 $


დღე 5 : რაბათი - ქუთაისი - წყალტუბო სათაფლია თბილისიდან 260 კმ მდებარეობს , მისი ბუნებრივი ნაკრძალი 209 ჰექტარი ტყით არის დაფარული . სათაფლია ცნობილია დინოზავრების ნაკვალევით .ტური გაგრძელდება სათაფლიიდან 9 კილომეტრში წყალტუბოში . ყწალტუბო ცნობილია მისი ბალნეოლოგიური კურირტით და პრომეთეს მღვიმით . წყალტუბოში შეგიძლიათ მიიღოთ მინერალური წყლის აბაზანები , წყალი რბილი , კამკამა. მისი ტემპერატურა 33- 35 გრადუსია . ზემოთ აღნიშნული მინერალური წყალი კურნავს შემდეგ დავადებებს : კიდურიების , პერიპერიული ნერვული სისტების , გულის და სისხლძარღვების , კანისა და ნივთიერებათა ცვლის მოშლილობას პრომეთეს მღვიმე. იგი ხასიათდება მიწისქვეშა წყლების და ულამაზესი ლადშაფტების მრავალფეროვნებით . ფეხით სასიარულო გზა 1060 მ სიგრძისაა. ვიზიტორს შეუძლია მიწისქვეშა ტბაში ( 280 მ ) ნავით გაცუროს . ტურის დასრულების შემდეგ ვბრუნდებით ქუთაისში სასტუმროში , ღამის გათევა ქუთაისში

Tbilisi –Martvili

In addition to two or more vacationers, 10% are for each person From 145 $


დღე 6 : ქუთაისი - მარტვილი - ქუთაისი
მარტვილი საქართველოს დასავლეთ ნაწილს , სამეგრელოს რეგიონს წარმოადგენს. ტური დაიწყება ჭყონდიდის მონასრით . ჭყონდიდის მონასტერი მარტვილის უმაღლეს ბორცვზეა აშენებებული . მეშვიდე საუკუნის ეს უძველესი ძეგლი წარმოადგენდა საქართველოს საგანმათლებლო კერას , სადაც ითარგმნებოდა წიგნები და იქმნებოდა სხვა და სხვა ნაწარმოებები. მონატრიდან ტური გაგრძელდება გაჭედილის ულამაზეს კანიონში. კანიონის სიგრძე 2400 მეტრია და ჩაჭრის სიღრმე 20-40 მერტი . კანიონის შუა ნაწილში ულამაზეს 15 მეტრიან ჩანჩქერს შეხვდებით . კანიონში დედამიწაზე მცხოვრები ცხოველების გაქვავებული ძვლები აღმოაჩინეს, რომელიც 75 მილიონ წელს ითვლის , მნახველს შეუძლიოა კანიონში ნავით შეცუროს და ბუნების სილამაზით დატკბეს .ტურის დასრულების შემდეგ ვბრუნდებით ქუთაისში სადაც ღამეს ვათევთ სასტუმროში .

Tbilisi – Svaneti

In addition to two or more vacationers, 10% are for each person From 180 $


დღე 7 : ქუთაისი - სვანეთი
სვანეთი ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესი კუთხე საქართველოში , რომელიც განთქმულია თავის სტუმართმოყვარეობით.ის გარემოცულია კავკასიონის გიგანტური , თოვლიანი მწვერვალებით , საქართველოს ერთ- ერთ ყველაზე ღირშესანიშნავ რეგიონს წამოადგენს , თავისი კულტურით , ისტორიით და ულამაზესი ბუნებით სვანეთში დღემდე შემორჩენილია ხელუხლებელად ბუნება. ძველი წეს ჩვეულებები. სვანეთის უძველესი კოშკები და ეკლესიები , წარსულში გამოგზაურებთ , მათი მნიშვნელობა მსოფლიო ისტორიისთვის დიდია, ამის გამო ისინი იუნესკოს მიერ არის დაცული .სვანეთში შეხვდებით სოფელ უშგულს , რომელიც ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს და ითვლება ევროპაში ყველაზე მაღალ დასახლებად . სვანების ტრადიციული და მრავალფეროვანი სამზარეულო აღტაცებაში მოგიყვანთ. სვანეთი იმ სანახავ ადგილთა სიაში შედის , რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ საქართველოში ყოფნისას. ღამეს ვათენებთ მესტიაში , სასტუმროში . დღე 8 : სვანეთი - თბილისი ტრანსპორტირება სვანეთიდან თბილისში .

Tbilisi - Ananuri

In addition to two or more vacationers, 10% are for each person From 110 $


თბილისი -ანანური - გუდაური
ანანური წარმოადგენს მე-16 მე-18 საუკუნის ციხესიმაგრე სოფელ ანანურში , ანანურისკენ მიმავალ გზად შევხვდებით ჟინვალის ულამაზეს წყალსაცავს რომელიც ტურისტების საყვარელ ადგილს წარმოადგეს . ანანურიდან რამდენიმე კილომეტრში მოვხვდებით გუდაურში , რომელიც სამთო სათხილამურო კურორტს წარმოადგენს , არაჩვეულებრივ ადგილს თხილამურების მოყვარულთათვის . გუდაურიდან იშლება მთის ულამაზესი ხედები . სურვილის შემთხვევაში შეძლებთ აეროპლანით ფრენა გუდაური ულამაზეს მთებში , ასევე ცხენით სეირნობას და ულამაზესი ბუნების დათვალიერებას . გუდაურიდან ტური გაგრძელდება ყაზბეგში. ჩასვლისას აუცილებელ სანახავ სიაში პირველ ადგილს გერგეტის სამება იკავებს , რომელიც ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს , ის მე -14 საუკუნის ძეგლს წარმოადგენს . გერგეტის სამებიდან იშლება ულამაზესი ხედი და ვიზიტორს საშუალება აქვს მყინარწვერის ხილვის . ღამის გათევა გუდაურში სასტუმროში .